ძალოსნების 7 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო
ოლიმპიური ცენტრის მწვრთნელ ზურაბ ანთაურის აღსაზრდელებმა ამ უქმეებზე შვიდი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს:
31 ოქტომბერს -1 ნოემბერს ხელვაჩაურში გაიმართა ქ. ქავთარაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ჭაბუკ ძალოსნებს შორის, სადაც ოლიმპიური ცენტრის აღზრდილმა სპორტსმენებმა ხუთი საპრიზო ადგილი შეავსეს. გამარჯვებულები არჩილ მალაყმაძე (62 კგ), გიგი პატარაშვილი (77 კგ), ირაკლი ჩხეიძე (85 კგ), გოგიტა კაკიაშვილი (94 კგ), და თორნიკე ტაბატაძე (+94 კგ) გახდნენ.
საჩხერემ კი ელგუჯა დვალის ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირს უმასპინძლა, რომელშიც ჩემპიონის ტიტული გოდერძი ბერდელიძემ (62 კგ) და თორნიკე თოდაძემ (77 კგ) დაისაკუთრეს, ირაკლი ჯალაღონიამ (85 კგ) ვერცხლის მედალი აიღო, ხოლო გიორგი მაისურაძემ (105 კგ) მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.
ოლიმპიური ცენტრი ულოცავს სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელს აღნიშნულ წარმატებას!