სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ოლიმპიურმა ცენტრმა მიხეილ სალაძის ტურნირს უმასპინძლა

ოლიმპიურმა ცენტრმა მიხეილ სალაძის ტურნირს უმასპინძლა

 
7-8 ნოემბერს საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულმა ცენტრმა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონის მიხეილ სალაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა.
 
საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციისა და ოლიმპიური ცენტრის ეგიდით გამართულ ტურნირში მონაწილეობა ამიერკავკასიის 200-მდე ახალგაზრდა მოჭიდავემ მიიღო.
 
ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელებმა აღნიშნულ შეჯიბრებაზე ორი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს: ტურნირის გამარჯვებულები გიორგი შოთაძე (50 კგ) და ქერიმ მაჩალიკაშვილი (63 კგ) (მწ. ვაჟა თინიკაშვილი) გახდნენ, ხოლო მესამე საპრიზო ადგილები ნიკა შერბაკოვმა (58 კგ) და საბა ბაღდავაძემ (76 კგ) (მწ. კობა კიკაძე) დაიკავეს.
 
მიხეილ სალაძის საერთაშორისო ტურნირი საქართველოში უკვე მეთვრამეტედ ჩატარდა და მის მიზანს პერსპექტიულ ახალგაზრდა სპორტსმენთა და საქართველოს კადეტთა ნაკრები გუნდების პოტენციური და უახლოესი რეზერვის გამოვლენა წარმოადგენს.

 

<< დაბრუნება 2015-11-09