სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ოლიმპიურ ცენტრში ღია კარის დღე გაიმართა

ოლიმპიურ ცენტრში ღია კარის დღე გაიმართა

 
14 ნოემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრში 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის სპორტსმენთა მზადების დაწყებასთან დაკავშირებით, ღია კარის დღეს დაესწრო.
 
ღონისძიებაზე მინისტრის გარდა მისი მოადგილეები შალვა გოგოლაძე და აკაკი ლოდია, სხვადასხვა სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები - ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი მანუჩარ კვირკველია, კრივის ფედერაციის პრეზიდენტი დავით კვაჭაძე, ველოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტი ომარ ფხაკაძე, ფედერაცია სპორტი ყველასათვის პრეზიდენტი მაია აზარაშვილი, ძალოსნობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ზურაბ ბოქოლიშვილი, ოლიმპიური, მსოფლიოსა ევროპის ჩემპიონი ვეტერანი სპორტსმენები, თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეები და ჟურნალისტები დაესწრნენ, რომელთაც მასპინძლობა ოლიმპიური რეზერვების მზადების ცენტრის დირექტორმა - გიორგი ასათიანმა გაუწია.
 
ღია კარის დღეზე მისულმა მოსწავლეებმა და სპორტსმენებმა მოწვეულ სტუმრებთან ერთად სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა.
 
გაიმართა საჩვენებელი ვარჯიშები კრივში, ჭიდაობაში, ძალოსნობაში, ძიუდოში, მშვილდოსნობასა და რაგბიში, ასევე ჩატრდა საფეხბურთო მატჩი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მონაწილეობით, ღონისძიების ფარგლებში მოეწყო გამწვანების აქცია, სადაც ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელებმა და მოწვეულმა სტუმრებმა წარმატებული ქართველი სპორტსმენების სახელობითი ხეები დარგეს.
 
აღსანიშნავია, რომ სპორტით დაინტერესებული ახალგაზრდებისათვის ოლიმპიური ცენტრის ბაზაზე ჭიდაობის, ძიუდოს, კრივის, ძალოსნობისა და მძლეოსნობის უფასო სექციებია გაიხსნილი, სადაც მისვლა 10-25 წლამდე ახალგაზრდებისთვისაა ხელმისაწვდომი. დღვანდელი მონაცემებით, გლდანის ოლიმპიურ ცენტრში 150 პროფესიონალი სპორტსმენი ცხოვრობს და ვარჯიშობს, ხოლო უფასო სექციებზე 300-მდე ახალგაზრდაა ჩართული.

<< დაბრუნება 2015-11-16