სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ოლიმპიური ცენტრის ღია პირველობა ძიუდოში

ოლიმპიური ცენტრის ღია პირველობა ძიუდოში

21-22 ნოემბერს ოლიმპიური ცენტრი "ღია პირველობას" უმასპინძლებს.

„ოლიმპიური ცენტრის ღია პირველობა“ ძიუდოში 2002-2004 და 2005-2007 წლებში დაბადებულ სპორტსმენთა შორის გაიმართება.

ტურნირის პირველ დღეს 2002-2004 წლებში დაბადებული სპორტსმენები შემდეგ წონით კატეგორიებში იასპარეზებენ - 30, 34, 38, 42, 46, 50, 55, 60, 66 და +66 კგ, ხოლო 22 ნოემბერს გამარჯვებულები 2005-2007 წლებში დაბადებულთა შორის 24, 27, 30, 34, 38, 42, 46, 50, 55 და +55 კგ წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია ნიჭიერი სპორტსმენების აღმოჩენა და ქვეყნის კადეტთა ნაკრები გუნდების პერსპექტიული სპორტსმენებით შევსება, ასევე საქართველოში სპორტის პოპულარიზაცია და სპორტსმენებს შორის მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

შეჯიბრებაში გამარჯვებული და საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენები შესაბამისი ხარისხის სიგელებითა და მედლებით დაჯილდოვდებიან.

აღსანიშნავია, რომ „ოლიმპიური ცენტრის ღია პირველობა“ უკვე მეოთხედ ტარდება და მასში ყოველწლიურად 300-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს.

 

<< დაბრუნება 2015-11-20