21 დეკემბერს შპს "ელფს", რომელიც საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის აღსაზრდელებს კვებით მომსახურებას უწევს, თურქეთიდან "ისო კონსალტინგ"-ის წარმომადგენელი ესტუმრა.
ვიზიტის მიზანს სურსათის უვნებლობაზე აუდიტის ჩატარება წარმოადგენდა.
"ისო"-ს თანამშრომელმა ოლიმპიური ცენტრის სასადილოში პროდუქტების შენახვის სტანდარტები და ჰიგიენური პირობები შეამოწმა.
აღსანიშნავია, რომ შპს "ელფი" "ისო კონსალტინგ"-ის სერთიფიკატის მფლობელია და შემოწმებას ყოველ წელიწადს გადის.
<< დაბრუნება | 2015-12-23 |