23-24 იანვარს ხარკოვში გაიმართა უკრაინის დამსახურებული მწვრთნელის ლეონიდ დუნაის ხსოვნის ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში ჭაბუკებს შორის, რომელშიც, უკრაინის რეგიონების გარდა, მონაწილეობა გერმანიის, მოლდოვის, სომხეთისა და საქართველოს გუნდებმა მიიღეს.
აღნიშნულ ტურნირზე ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელებმა ორი ოქროსა და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვეს:
I ადგილი - მირიან მაისურაძე (76 კგ) (ოლიმპიური ცენტრი)
I ადგილი - სიმონ ოსკანიანი (85 კგ) (ოლიმპიური ცენტრი)
II ადგილი - რომა აფციაური რომა (63 კგ) (მწ: ჯონი ლორია, თამაზ ბენდიანიშვილი)
II ადგილი - გოგა მამიაური (68 კგ) (მწ: კახა დობორჯგინიძე)
საქართველოს ნაკრებიდან წარმატებით იასპარეზეს ნიკა კვინიკაძემ (50 კგ), ამირან ვახტანგიშვილმა (54 კგ), გიორგი ელბაქიძემ (58 კგ) და დანიემ მარქარაშვილმა (63 კგ), რომლებმაც ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.
მეორე ადგილი დაიკავეს თორნიკე ქათამაძემ (50 კგ) და ჭაბუკა გამყრელიძემ (100 კგ), ბრინჯაოს მედლის მფლობელები კი გოდერძი ძებისაშვილი (54 კგ) და ცოტნე აბალაკი (58 კგ) გახდნენ.
ტურნირის მეორე დღე გუნდურ შეჯიბრებას დაეთმო, რომელშიც საქართვლოს ნაკრებმა პირველობა არავის დაუთმო: თავდაპირველად აჭარის გუნდი 8:2 დაამარცხა, მეორე შეხვედრაში დონეცკის გუნდს 9:1 მოუგო, ნახევარფინალში ოდესის ნაკრებთან 7:3 გაიმარჯვა, ხოლო ფინალში ხარკოვი - 6:4.
გუნდს მთავარი მწვრთნელი: გიორგი იანტბელიძე; მწვრთნელები: კახაბერ დობორჯგინიძე და ლაშა ქეთიშვილი
<< დაბრუნება | 2016-01-28 |