ჯონი ლორიას სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა
9 თებერვალს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ოლიმპიური ცენტრის მწვრთნელს თავისუფალ ჭიდაობაში ჯონი ლორიას სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა.
ჯონი ლორი 50 წელია, რაც ქართულ სპორტს ემსახურება - 1966-1975 წლებში თავისუფალი სტილით ჭიდაობაში თავად ასპარეზობდა, ხოლო 1976 წელს, როდესაც ოლიმპიურ ცენტრში ჭიდაობის პირველი სექცია გაიხსნა, მწვრთნელად დაიწყო მუშაობა და დღემდე მომავალი თაობების გაზრდაზე ზრუნავს.
ამ ხნის განმავლობაში ჯონი ლორიამ ბევრი ნიჭიერი ჭაბუკი, ახალგაზრდა და დიდი სპორტსმენი აღზარდა: ზაზა თურმანიძე - ევროპის ჩემპიონი (1987 წ.), კეთილი ნების თამაშების ჩემპიონი (1994 წ.). სსრკ ჩემპიონი (1990 წ.), XXVI ოლიმპიური თამაშების მონაწილე; ზაზა ტყეშელაშვილი - 1996 წლის ზაფხულის ოლიმპიადის მონაწილე; გოგა ხუჭუა - ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებში (2009 წ) და მრავალი სხვა.
1981 წელს მინიჭებული აქვს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება.