რიგაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელმა ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ) (მწ: დავით ლეჟავა) 3:1 დაამარცხა ლონდონის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი უკრაინელი ვალერი ანდრეიცევი და ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლის შანსი ელიზბარ ოდიკაძემ მეოთხედფინალში მომავალ ჩემპიონთან – რუსეთის ნაკრების წევრ ანზორ ბოლტუკაევთან დაკარგა (0:12), მანამდე ორი მეტოქე ჩამოიშორა: შვეიცარიელი ფილიპ მარსელ ჰატერი (10:0) და სლოვაკი იოზეფ იალოვიარი (11:0), ბრინჯაოს გზაზე კი პოლონელ რადოსლავ ბარანს 5:1 აჯობა.
ევროპის ჩემპიონატზე პირველი მედალი დავით მარსაგიშვილმა მოიპოვა - მერვედფინალში რუმინელი სტეფან გეროგიტა 6:0 დაამარცხა, მომდევნო წრეში კი აზერბაიჯანელ ალექსანდრ გოსტიევთან 3:4 დამარცხდა, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში კი ბელარუსი ალექსანდრ ხუშტინი 5:1 დაამარცხა.
საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ნაკრებების შემადგენლობები 8-13 მარტს ლატვიის დედაქალაქ რიგაში გასამართ ევროპის ჩემპიონატისთვის.
61 კგ - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი
65 კგ - ზურაბ იაკობიშვილი
74 კგ - იაკობ მაქარაშვილი
86 კგ - დავით მარსაგიშვილი
125 კგ - გენო პეტრიაშვილი
75 კგ - ზურაბ დათუნაშვილი
85 კგ - რობერტ კობლიაშვილი
98 კგ - რევაზ ნადარეიშვილი
12:00-16:00 წინასწარი შეხვედრები თავისუფალი ჭიდაობა (57, 86 კგ), ქალთა ჭიდაობა (48, 63კგ)
20:30-21:00 გახსნის ცერემონია
21:00-23:00 ფინალური შეხვედრები და დაჯილდოვება
12:00-16:00 წინასწარი შეხვედრები თავისუფალი ჭიდაობა (65, 97 კგ), ქალთა ჭიდაობა (53, 60კგ)
21:00-23:00 ფინალური შეხვედრები და დაჯილდოვება
12:00-16:00 წინასწარი შეხვედრები თავისუფალი ჭიდაობა (61, 74კგ), ქალთა ჭიდაობა (55, 75კგ)
21:00-23:00 ფინალური შეხვედრები და დაჯილდოვება
12:00-16:00 წინასწარი შეხვედრები თავისუფალი ჭიდაობა (70, 125კგ), ქალთა ჭიდაობა (58, 69კგ)
21:00-23:00 ფინალური შეხვედრები და დაჯილდოვება
12:00-16:00 წინასწარი შეხვედრები ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (59, 66, 98, 130კგ)
21:00-23:00 ფინალური შეხვედრები და დაჯილდოვება
12:00-16:00 წინასწარი შეხვედრები ბერძნულ-რომაული ჭიდაობა ( 71, 75, 80, 85კგ)
21:00-23:00 ფინალური შეხვედრები და დაჯილდოვება