29 მარტს ბულგარეთის ქალაქ რუსეში 23-წლამდე მოჭიდავეთა შორის ევროპის ჩემპიონატი დაიწყო. შეჯიბრებაში პირველები ბერძნულ-რომაული სტილის 59, 71, 80 და 98 კგ წონითი კატეგორიის ფალავნები ჩაერთვნენ და სამივე სინჯის თითო მედალი მოიპოვეს.
ოქროს მედალს ლაშა გობაძე (80 კგ) დაეუფლა, კუკური კირცხალია (98) ვერცხლის მედალს დასჯერდა, ხოლო ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელმა რამაზ ზოიძემ (70 კგ) მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა. რამაზ ზოიძემ ფრანგი მოჰამედ ზაროური ქულების აშკარა უპირატესობით 4:26 წუთში 9-0 დაამარცხა, მეოთხედფინალში უკრაინელ ალექსეი კალინიჩენკოს 7-1 სძლია, ნახევარფინალში კი თურქ იუნუს ემრე ბასართან 1-9 დამარცხდა და ბრინჯაოსთვის მედლისთვის შეხვედრაში ბელარუს რუსლან აჰამალიეუს დაეჭიდა, რომალსაც 3:17 წუთში იოლად გაუსწორდა 10-2.
ბრინჯაოს მოპოვების შანსი ხელიდან გაუშვა ხვიჩა ჭითავამ (59 კგ), რომელმაც, საბოლოოდ, ასპარეზობა მეხუთე ადგილზე დაასრულა.
პირველი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრები გუნდურ ჩათვლაში 33 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება, მეორეზე აზერბაიჯანი 31 ქულით, მესამეზე თურქეთი 28.
30 მარტს საქართველოს სახელით თორნიკე ჯანგავაძე (66 კგ), გელა ბოლქვაძე (75 კგ), შალვა ხაჩიძე (85 კგ) და იაკობ ქაჯაია (130 კგ) იჭიდავებენ.
<< დაბრუნება | 2016-03-30 |