9 აპრილს ქალაქ რუსთავში გამართულ ომარ გუგეშაშვილის რესპუბლიკურ ტურნირზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 2002-2003 და 2004-2005 წლებში დაბადებულ სპორტსმენთა შორის ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელებმა ორი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ტურნირის გამარჯვებულები ალექსანდრე რუსიტაშვილი (29 კგ) და საბა კიკაძე (47 კგ) გახდნენ, ხოლო მესამე საპრიზო ადგილი დათო მაისურაძემ (53 კგ) დაიკავა.
ოლიმპიური ცენტრი ულოცავს სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელ კობა კიკაძეს აღნიშნულ წარმატებას!
<< დაბრუნება | 2016-04-11 |