"ღია პირველობა" ოლიმპიურ ცენტრში
16-17 აპრილს საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულმა ცენტრმა "ოლიმპიური ცენტრის ღია პირველობას" უმასპინძლა, რომელშიც მონაწილეობა 2002-2003 და 2005-2006 წლებში დაბადებულმა სპორტსმენებმა მიიღეს.
ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელებმა აღნიშნულ ჩემპიონატზე 9 მედალი მოიპოვეს. შეჯიბრების გამარჯვებულებითორნიკე ჯინჭველაძე (38 კგ) და დაჩი მუმლაძე (30 კგ) გახდნენ, მეორე საპრიზო ადგილი აკაკი მუმლაძემ (42 კგ), თორნიკე წიკლაურმა (50 კგ) და მერაბ ოიხუმსიშვილმა (55 კგ) დაიკავეს, ხოლო ბრინჯაოს მედლებს გუჯა ჭინჭარაშვილი (55 კგ), სანდრო ათაბეგაშვილი (73 კგ), გიორგი მიშველაძე (38 კგ) და მიშიკო გულაღაშვილი (27 კგ) დაეუფლნენ.
ფოტო გალერეა:
http://olympiccentre.ge/?page=gallery&category=60