სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
გიორგი შოთაძე აზერბაიჯანის ფედერაციის თასის ჩემპიონია

გიორგი შოთაძე აზერბაიჯანის ფედერაციის თასის ჩემპიონია

27 აპრილს აზერბაიჯანის ფედერაციის თასზე ჭაბუკთა შორის, სადაც აზერბაიჯანის, უკრაინის, ბელარუსის, ყირგიზეთის, უზბეკეთის, ირანის, ბულგარეთის, რუსეთის, ერაყის, თურქეთის, ყაზახეთის და საქართველოს ნაკრებები იღებდნენ მონაწილეობას, ოლიმპიური ცენტრის მწვრთნელ კობა კიკაძის აღსაზრდელებმა ორი მედალი მოიპოვეს. ჩემპიონის ტიტულს გიორგი შოთაძე (54 კგ) დაეუფლა, ხოლო რამაზ (50 კგ) სილაგავამ ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

საერთო ჯამში ჭაბუკმა ბერძენ-რომაელებმა აღნიშნულ შეჯიბრებაზე 12 მედალი აიღეს და გუნდური მეორე ადგილიც დაიკავეს:
I ადგილი - დიეგო ჩხიკვაძე (42)
I ადგილი - გიორგი შოთაძე (54)
I ადგილი - ლერი აბულაძე (58)
I ადგილი - ლუკა ხუციშვილი (76)
II ადგილი - ბექა ბეშიძემ (63)
II ადგილი - საბა ცეცხლაძემ (100)
III ადგილი - რამაზ სილაგავამ (50)
III ადგილი - ოთარ აბულაძემ (58)
III ადგილი - ლევან გოგუამ (69)
III ადგილი - გიორგი ქაცანაშვილმა (85)
III ადგილი - აკაკი ოსიაშვილმა (46)
III ადგილი - ნიკა ყორყიამ (63)

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 90 ქულით მეორე ადგილი დაიკავა და მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩა მასპინძელ აზერბაიჯანის ნაკრებს, მესამეზე კი ირანი 71 ქულით გავიდა.

 

<< დაბრუნება 2016-04-27