სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ცენტრის გამორჩეულ აღსაზრდელებს საჩუქრები გადაეცათ

ცენტრის გამორჩეულ აღსაზრდელებს საჩუქრები გადაეცათ

 
1 ივნისს საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი ასათიანმა ცენტრის გამორჩეული აღსაზრდელები და მწვრთნელი დაასაჩუქრა. სპორტსმენებს სპორტული ეკიპირება, სპეციალურად დამზადებული ჯილდოები და დიპლომები გადაეცათ.
 
ოლიმპიური ცენტრის ხელმძღვანელობამ და სპორტულმა განყოფილებამ საუკეთესო სპორტსმენები და მწვრთნელი სპორტის ოთხ სახეობაში გამოავლინეს:
 
ძალოსნობა - ირაკლი ჩხეიძე და არჩილ მალაყმაძე
მძლეოსნობა - ბაჩანა ხორავა
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - ზურაბ ერბოწონაშვილი
თავისუფალი ჭიდაობა - ზვიად პატარიძე
 
საუკეთესო მწვრთნელი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში - ვაჟა კრავეიშვილი.
 
გიორგი ასათიანმა ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელებსა და მწვრთნელებს თავდაუზოგავი შრომისა და მონდომებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ წარმატებული სპორტსმენების ამ ფორმით წახალისება მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება.

<< დაბრუნება 2016-06-01