სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელებმა ბათუმში იასპარეზეს

ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელებმა ბათუმში იასპარეზეს

4-5 ივნისს ბათუმში ჩატარდა კობა კაკალაძის სახელობის საერთაშორისო შეჯიბრი თავისუფალ ჭიდაობაში 2000-2001 წლებში დაბადებულ სპორტსმენთა შორის, სადაც ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელებმაც იასპარეზეს.
 
ჩემპიონის ტიტული შამილ გაიჯიევმა (38 კგ) მოიპოვა, მეორე საპრიზო ადგილები გიორგი ჩანქსელიანმა (76 კგ) და ვაკო კაკოშვილმა (58 კგ) დაიკავეს, ხოლო ბრინჯაოს მედლებს მირზა გაჯიევი (42 კგ) და გიორგი აფხაზავა (54 კგ) დაეუფლნენ. (მწვრთნელები: თამაზ ბენდიანიშვილი და ჯონი ლორია)
 

<< დაბრუნება 2016-06-09