16-17 ივლისს უკრაინის ქალაქ ლვოვში გაიმართა ოლეგ საზანოვის სახელობის ღია ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში ჭაბუკებს შორის, სადაც მონაწილეობა უკრაინის რეგიონების გარდა, საქართველოს, პოლონეთის, სლოვაკეთის, თურქეთის, სომხეთის, საბერძნეთის, ლიტვისa და მოლდოვას გუნდებმაც მიიღეს.
შეჯიბრებაზე საქართველოს ნაკრებმა 7 მედლის მოპოვება შეძლო: ტურნირის ჩემპიონები გიორგი ჭოლაძე (42 კგ) და თამაზ შავაძე (50კგ) გახდნენ, ვერცხლის მედლები გიორგი ჩანქსელიანმა (76 კგ) და ვიტალი ლობჟანიძემ (100 კგ) მოიპოვეს, მესამე საპრიზო ადგილები კი საბა სორდიამ (63 კგ), ნიკოლოზ გოგრიჭიანმა (42 კგ) და ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელმა ელგუჯა ბალანჩივაძემ (100 კგ) დაიკავეს.