ოლიმპიური ლიცენზია ცენტრის ოთხმა აღსაზრდელმა მოიპოვა: ბაჩანა ხორავა (მძლეოსნობა), შმაგი ბოლქვაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) (მწ: ვაჟა კრავეიშვილი), ელიზბარ ოდიკაძე (თავისუფალი ჭიდაობა) (მწ: დავით ლეჟავა) და იაკობ მაქარაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) (მწ: თამაზ ბენდიანიშვილი).
მთლიანობაში საქართველოს ოლიმპიურ გუნდს 38 ლიცენზია აქვს მოპოვებული: ძიუდო - 8 თავისუფალი ჭიდაობა - 6, ძალოსნობა - 4, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - 5, მშვილდოსნობა - 3, ტყვიის სროლა - 2, მხატვრული ტანვარჯიში - 1, მძლეოსნობა - 3, ბატუტზე ხტომა - 1, ფარიკაობა - 1, ცურვა - 2, კანოე - 1.