სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
თბილისმა მძლეოსნობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა

თბილისმა მძლეოსნობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა

 
14-17 ივლისს ახალ თბილისში მდებარე ოლიმპიური პარკის მძლეოსნობის სტადიონზე, ახალგაზრდებს შორის ევროპის პირველი ჩემპიონატი ჩატარდა.
 
ჩემპიონატის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი 13 ივლისს სიმბოლურ დროს, 20:16 წუთზე გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი. ტურნირზე მედლებისათვის ევროპის 47 ქვეყნის 900-ზე მეტმა ახალგაზრდა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.
 
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 12 ათლეტით წარსდგა:
 
ნინო წიქვაძე (უროს ტყორცნა)
ლაშა-გიორგი გურგენიძე (უროს ტყორცნა)
ბადრი ქიმიძე (ბირთვის კვრა/ბადროს ტყორცნა)
დავით ოჩიგავა (უროს ტყორცნა)
საბა სოსელია (ჭოკით ხტომა)
რომან ბადრიძე (სიგრძეზე ხტომა)
გიორგი კეთილაძე (ბირთვის კვრა)
გიორგი დავითაშვილი (ბადროს ტყორცნა)
დავით ლუკავა (400 მ. თარჯრბენი)
საბა ხვიჩია (2000 მ. წინაღობებით)
ივანე ძოძუაშვილი (ამანათრბენი)
თამთა ღვინიაშვილი (2000 მ. წინაღობებით)
 
ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელმა დავით ოჩიგავამ ჩემპიონატის მესამე დღეს შედეგით 68 მეტრი და 71 სანტიმეტრი მეშვიდე ადგილი დაიკავა.
 
მეორე საშეჯიბრო დღეს პირველი მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა ბადრი ქიმაძეს ბირთვის კვრაში, თუმცა მან შედეგით 19 მეტრი და 53 სანტიმეტრი, მხოლოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა.

 

<< დაბრუნება 2016-07-18