სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
მსოფლიოს ორი ჩემპიონი

მსოფლიოს ორი ჩემპიონი

8-9 ოქტომბერს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გაიმართა მსოფლიოს ჩემპიონატი სამბოში, სადაც ოლიმპიური ცენტრის მწვრთნელ გოჩა ბერაძის აღსაზრდელმა ზვიად თევდორაშვილმა (74 კგ) ახალგაზრდებს შორის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ჭაბუკებში კი ოქროს მედალს ჯაბა პაპინაშვილი (48 კგ) დაეუფლა.

გოჩა ბერაძე: "სპორტსმენებმა მოლოდინები გაამართლეს, ისინი მთელი ზაფხულის განმავლობაში ინტენსიურად ვარჯიშობდნენ და შედეგმაც არ დააყოვნა. უნდა აღინიშნოს, რომ 18 წლის ზვიად თევდორაშვილმა ახალგაზრდებს შორის ჩემპიონობა მასზე ორი წლით დიდებში მოიპოვა."

 

<< დაბრუნება 2016-10-11