სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
მიხეილ სალაძის სახელობის ოლიმპიური რგოლი გაიხსნა

მიხეილ სალაძის სახელობის ოლიმპიური რგოლი გაიხსნა

22-23 ოქტომბერს საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრში დაიწყო მსოფლიოს ჩემპიონ მიხეილ სალაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.
 
საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციისა და ოლიმპიური ცენტრის ეგიდით გამართულ ტურნირში მონაწილეობას, ქართველების გარდა, ამიერკავკასიის 300-მდე ახალგაზრდა მოჭიდავე იღებს.
 
შეჯიბრებასთან დაკავშირებით, ოლიმპიური ცენტრის ხეივანში მიხეილ სალაძის სახელობის პირველი ოლიმპიური რგოლი გაიხსნა.
 
მრავალი ჯილდოს მფლობელი მიხეილ სალაძე ოლიმპიურ ცენტრში აღიზარდა, ამიტომ პირველი რგოლი სწორედ ოლიმპიური ცენტრის ყველაზე ტიტულოვანი აღსაზრდელის სახელობის იქნება.
 
ოლიმპიური ცენტრის დირექტორმა გიორგი ასათიანმა აღნიშნა, რომ მსგავს ღონისძიებას ტრადიციული სახე მიეცემა და მომავალში რგოლები სხვა ქართველი გამოჩენილი სპორტსმენების პატივსაცემადაც გაკეთდება.
 
63 წლის სპორტსმენი მსოფლიოს ჩემპიონი (1981), მსოფლიოს თასის მფლობელი (1981), მსოფლიო უნივერსიადის სამგზის ჩემპიონი, სსრკ ოთხგზის ჩემპიონი (1976, 79, 81, 82), 1981 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მოჭიდავე, მრავალი სართაშორისო ტურნრირის გამარჯვებული, სპორტის დამსახურებული ოსტატი, ღირსების ორდენის ორგზის და ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის კავალერია.

ფოტო გალერეა: http://olympiccentre.ge/?page=gallery&category=64

<< დაბრუნება 2016-10-22