16-18 ნოემბერს ქუთაისში გაიმართა მსოფლიოს ჩემპიონის თეიმურაზ აფხაზავას სახელობის საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 1999-2001 და 2002-2004 წლებში დაბადებულ სპორტსმენთა შორის, სადაც ქართველების გარდა რუსმა, აზერბაიჯანელმა, სომეხმა და თურქმა მოჭიდავეებმაც იასპარეზეს.
აღნიშნულ ტურნირზე ოლიმპიური ცენტრის მწვრთნელ კობა კიკაძის აღსაზრდელებმა 5 მედალი მოიპოვეს:
I ადგილი - ამირან ჩარგეიშვილი (100 კგ)
I ადგილი - ბიძინა ინაშვილი (100 კგ)
II ადგილი - ბიძინა სილაგავა (100 კგ)
II ადგილი - ლუკა წერეთელი (59 კგ)
III ადგილი - ალექსანდრე რუსიტაშვილი (32 კგ)
ოლიმპიური ცენტრი ულოცავს სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელს წარმატებას!