ოლიმპიური ცენტრის ხეივანში კიდევ ერთი ოლიმპიური რგოლი გაიხსნა
27 დეკემბერს საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის ხეივანში სახელოვანი ქართველი სპორტსმენის მაია აზარაშვილის სახელობის ოლიმპიური რგოლი გაიხსნა.
მრავალი ჯილდოს მფლობელი მძლეოსანი მაია აზარაშვილი ერთადერთი ტიტულოვანი ქალბატონია, რომელიც ოლიმპიურ ცენტრში აღიზარდა, ამიტომ მორიგი ოლიმპიური რგოლი სწორედ მის პატივსაცემად გაკეთდა.
გამოჩენილი სპორტსმენი სეულის 1988 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი, საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი, 1986 წლის კეთილი ნების თამაშების ვერცხლის მედალოსანი და 1986 წლის ქვეყნის ჩემპიონატის გამარჯვებულია.
აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, თბილისის მე-200 საჯარო სკოლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებმა მათთვის ორგანიზებულ ფეხბურთის ტურნირში მიიღეს მონაწილეობა, ასევე მათ საჩუქრად სპორტული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი გადაეცათ.
შეგახსენებთ, რომ პირველი ოლიმპიური რგოლი, ოლიმპიური ცენტრის ხელმძღვანელობის ინიციატივითა და ორგანიზებით, 22 ოქტომბერს სახელგანთქმული მოჭიდავის მიხეილ სალაძის პატივსაცემად გაიხსნა.
ფოტოგალერეა:
http://olympiccentre.ge/?page=gallery&category=65
<< დაბრუნება | 2016-12-27 |