რაჭაში, ამბროლაურის რაიონში გამართული საქართველოს ჩემპიონატი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 23 წლამდე ახალგაზრდებს შორის დასრულდა.
გამარჯვებულები 8 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ: ჩემპიონობა 125 კგ წონით კატეგორიაში გენო პეტრიაშვილმა მოიპოვა, 97 კგ-ში კი გივი მაჭარაშვილმა. 86 კგ წონით კატეგორიაში გამარჯვება თბილისელ ირაკლი მწითურს ხვდა წილად, 74 კგ წონის ფალავნებს შორის ლიდერი ავთანდილ კენჭაძე გახდა. 70 კგ-ში თასს მირზა სულუხია დაეუფლა. ივერი ჯულაყიძემ 65 კგ წონით კატეგორიაში გაიმარჯვა, შოთა ფარტენაძემ კი 61 კგ-ში. 57 კგ წონით კატეგორიაში გამარჯვებულად რამაზ თურმანიძე დასახელდა.
86 კგ კატეგორიაში გამარჯვებულ მონაწილეებს მედლები და თასი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ გადასც, რადგან ეს უკანასკვნელი, სწორედ, აღნიშნულ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.
თავისუფალი ჭიდაობა
საქართველოს ჩემპიონატი
9-10 იანვარი
57 კგ
1. რამაზ თურმანიძე
2. ლევანი მურცხვალაძე
3. ირაკლი მხეიძე
3. გიორგი ხაჩიძე
61 კგ
1. შოთა ფარტენაძე
2. გიორგი რევაზიშვილი
3. გიორგი შამათავა
3. დავით ენდელაძე
65 კგ
1. ივერიკო ჯულაყიძე
2. შმაგი თოდუა
3. შალვა ხუციშვილი
3. მაგომედ საიდოვი
70 კგ
1. მირზა სხულუხია
2. გიორგი გიორგობიანი
3. ვასო ჯამბურიძე
3. არცუნ ტანგამიანი
74 კგ
1. ავთანდილ კენჭაძე
2. ნიკა კენჭაძე
3. გიორგი ქავთარაშვილი
3. გიორგი ბრეგვაძე
86 კგ
1. ირაკლი მწითური
2. მექი სიმონია
3. დათო ფირუზაშვილი
3. საბა დეკანოიძე
97 კგ
1. გივი მაჭარაშვილი
2. როლანდ ანდრიაძე
3. გიორგი ჩხარტიშვილი
3. ბექა გოგიჩაშვილი
125 კგ
1. გენო პეტრიაშვილი
2. ლაშა ჯელაძე
3. ალექსი ჟორჟოლიანი
3. ზურიკო ურთაშვილი
<< დაბრუნება | 2017-01-11 |