სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ღია პირველობა ძალოსნობაში

ღია პირველობა ძალოსნობაში

16-17 თებერვალს საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრში გაიმართა თბილისის ღია პირველობა ძალოსნობაში.

ტურნირში მონაწილეობა საქართველოს 10 რეგიონის 120-მა 15 და 17 წლამდე სპორტსმენმა მიიღო. ძალოსნობის ფედერაციის ინფორმაციით, 15-წლამდელებმა 9 წონით კატეგორიაში, ხოლო 17-წლამდელებმა 8 წონით კატეგორიაში იასპარეზეს.

აღნიშნულ შეჯიბრებაში ოლიმპიური ცენტრის მწვრთნელ ზურაბ ანთაურის აღსაზრდელებმა 7 მედალი დაისაკუთრეს:

15 წლამდე
III - მალხაზ გორგოშაძე (62 კგ)
II - საბა ანთაური (77 კგ)

17 წლამდე
I - არჩილ მალაყმაძე (69 კგ) 
I - თორნიკე ტაბატაძე (+94 კგ) 
III - ვაჟა ფირცხალავა (62 კგ)
III - ლომია თებიძე (69 კგ)
III - ალკაზარ გოგიტიძე (77 კგ)

ოლიმპიური ცენტრი ულოცავს სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელს თბილისის ღია პირველობაზე მიღწეულ წარმატებას!

 

<< დაბრუნება 2017-02-22