25-26 მარტს გაიმართა თბილისის რესპუბლიკური ტურნირი 2003--2004 წლებში დაბადებულ სპორტსმენთა შორის ძიუდოში, სადაც ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელებმა მიიღეს მონაწილეობა და მედლებიც მოიპოვეს.
ჩემპიონის ტიტული გუჯა ჭინჭარაშვილმა (60 კგ) მოიპოვა (მწ: ვაჟა ბალხამიშვილი), მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა გიორგი მიშველაძემ (42 კგ) (მწ: დავით და მალხაზ შეშაბერიძეები), დაჩი მუმლაძე (34 კგ), ლუკა კუხალეიშვილი (42 კგ) (მწ: გოჩა ბერაძე) და დავით გელაშვილი (42 კგ) (მწ: დავით და მალხაზ შეშაბერიძეები) კი ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ.
ოლიმპიური ცენტრი ულოცავს გამარჯვებულებსა და პრიზიორებს აღნიშნულ წარმატებას!
<< დაბრუნება | 2017-03-28 |