სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ბერძენ-რომაელებმა ორი ოქრო დაისაკუთრეს

ბერძენ-რომაელებმა ორი ოქრო დაისაკუთრეს

მირიან გიორგაძის სახელობის მე-8 რესპუბლიკურ ტურნირზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში სკოლის მოსწავლეთა შორის ოლიმპიური ცენტრის აღზრდილმა სპორტსმენებმა ორი გამარჯვება მოიპოვეს.

ჩემპიონის ტიტული ტარიელ პაატაშვილმა (59 კგ) (მწ: ვაჟა კრავეიშვილი) და თორნიკე მისელაშვილმა (66 კგ) (მწ: კობა კიკაძე) მოიპოვეს.

მირიან გიორგაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო თასის მფლობელი, ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი და სიდნეისა და ათენის ოლიმპიური თამაშების მონაწილე და სხვა მრავალი ტურნირის გამარჯვებული თუ პრიზიორია.

 

 

<< დაბრუნება 2017-04-10