საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ესპანეთის ქალაქ ელჩეში გამართულ საერთშორისო ტურნირზე ბრწყინვალე შედეგი აჩვენა: შვიდივე წონით კატეგორიაში პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ქართველები ავიდნენ, სამ წონით კატეგორიაში კი ქართული ფინალი შედგა.
7 ოქროსა და 3 ვერცხლის მედლის მომგებმა გუნდმა საერთო გუნდურ ჩათვლაში 70 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და 14 ქულით გაუსწრო - ესპანეთს, მესამეზე კი 33 ქულით პოლონეთი გავიდა.
ტურნირის გამარჯვებულებს შორის არიან ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელები: რამაზ თურმანიძე (55 კგ), ნიკა კენჭაძე (84 კგ) და ზურიკო ურუთაშვილი (125 კგ). მეორე საპრიზო ადგილები დაიკავა ზაურ ბერაძემ (84 კგ).
ჩემპიონის ტიტული ასევე საქართველოს ნაკრების წევრებმა თეიმურაზ ვანიშვილმა (60 კგ), ივერიკო ჯულაყიძემ (66 კგ), მირზა სხულუხიამ (74 კგ) და გივი მაჭარაშვილმა (97 კგ) დაიკავეს.
<< დაბრუნება | 2017-04-24 |