სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელების მონაგარი ბაქოდან

ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელების მონაგარი ბაქოდან

13-14 აპრილს ბაქოში ჩატარდა აზერბაიჯანის ჭიდაობის ფედერაციის თასის გათამაშება, რომელშიც მონაწილეობას 11 ქვეყნის ნაკრები იღებდა.

შეჯიბრების პირველ დღეს საქართველოს ნაკრებმა 11 მედალი - 2 ოქრო, 4 ვერცხლი და 5 ბრინჯაო მოიპოვა.

ტურნირის ჩემპიონები გიორგი შოთაძე (58 კგ) და გიორგი ცოფურაშვილი (76 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედლები აკაკი ოსიაშვილმა (54 კგ), ოთარ აბულაძემ (63 კგ), ლუკა ზაქარიაძემ (76 კგ) და გიორგი პატარაიამ (58 კგ) მოიპოვეს, ბრინჯაოს მედლებს კი დიმიტრი ხაჩიძე (42 კგ), გიორგი ჩხიკვაძე (54 კგ), ხვიჩა ანანიძე (58 კგ), ომარ სირაძე (69 კგ) და დავით სოლოღაშვილი (69 კგ) დაეუფლნენ.

ტურნირის მეორე დღეს ქართველების მონაგარს კიდევ 8 მედალი - 1 ოქრო, 2 ვერცხლი და 5 ბრინჯაო შეემატა.

ტურნირის გამარჯვებული ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელი ნუგზარ წურწუმია (55 კგ) გახდა. ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებს ასევე ოლიმპიური ცენტრის აღზრდილი სპორტსმენები დაეუფლნენ: რამაზ სილაგავა (50 კგ) და თემურ ჭკუასელიძე (84 კგ) პირველ ადგილებზე გავიდნენ, ხოლო მესამე საპრიზო ადგილი გიორგი გუჯაბიძემ დაიკავა (66 კგ).

რაც შეეხება დანარჩენ შედეგებს, ბრინჯაოს მედლები ასევე შოთა ღლონტმა (50 კგ),  ბექა მამუკაშვილმა (74 კგ), გურამ ხეცურიანმა (84 კგ) და ბექა მაკარიძემ (120 კგ) დაიკავეს.

 

საქართველოს ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში აზერბაიჯანის და ირანის შემდეგ მესამე ადგილი დაიკავა.

 

<< დაბრუნება 2017-04-24