სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
კადეტმა ბერძენ-რომაელებმა 7 მედალი მოიპოვეს

კადეტმა ბერძენ-რომაელებმა 7 მედალი მოიპოვეს

21-23 აპრილს მარტყოფმა უმასპინძლა თამაზ გველუკაშვილის სახელობის რესპუბლიკურ ტურნირს კადეტთა და უმცროს კადეტთა შორის ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.
 
აღნიშნულ შეჯიბრებაში ოლიმპიური ცენტრის მწვრთნელ კობა კიკაძის აღსაზრდელებმა 5 მედალი აიღეს:
II ადგილი - მერაბი პაპიაშვილი (46 კგ)
III ადგილი - ალექსანდრე რუსიტაშვილი (35 კგ)
III ადგილი - რომა ონანაშვილი (46 კგ)
III ადგილი - დავით მაისურაძე (59 კგ)
III ადგილი - საბა შავაძე (76 კგ)
 
მედლები დაისაკუთრეს ვაჟა თინიკაშვილის აღსაზრდელებმაც: გიორგი ბენდიანიშვილი (63 კგ) მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა, ხოლო მიშიკო ბენდიანიშვილი (69 კგ) - მესამეზე.

<< დაბრუნება 2017-04-25