6-7 მაისს ყაზახურ ალმა-ატაში გამართულ ოლმპიური ჩემპიონის ჯაკსილკა უშკემპიროვის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე, ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელებმა ორი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს:
I ადგილი - ზვიად პატარიძე (120 კგ) მწ: ვაჟა კრავეიშვილი
I ადგილი - თემურ ჭკუასელიძე (84 კგ) ოლიმპიური ცენტრი
III ადგილი - გიორგი გუჯაბიძე (66 კგ) ოლიმპიური ცენტრი
III ადგილი - საბა ბუცხრიკიძე (96 კგ) კიკაძე კობა
თემურ ჭკუასელიძემ (84 კგ) მასპინძელ სანჟარ ტიმირბეკს მოუგო, ზვიად პატარიძემ (120 კგ) კი მასპინძლების კიდევ ერთი წარმომადგენელ ანტონ სავენკოს სძლია.
შეჯიბრებაში მონაწილეობა 7 ქვეყნის: უზბეკეთის, სომხეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, რუსეთის, ყაზახეთის და საქართველოს ნაკრებებმა მიიღეს.
საქართველოს ნაკრებმა აღნიშნულ ჩემპიონატზე ასპარეზობა 6 მედლითა და გუნდური მე-2 ადგილით დაასრულა.
<< დაბრუნება | 2017-05-10 |