19-21 მაისს თურქეთის ქალაქ ანტალიაში გაიმართა ახალგაზრდული საერთაშორისო ტურნირი "ჩემპიონი", სადაც ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელებმა წარმატებულად იასპარეზეს: ზურა ურთაშვილიმა (120 კგ) მე-2 საპრიზო ადგილი დაიკავა, ხოლო ზაურ ბერაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
შეჯიბრებაში სულ 12 ქვეყნის 400-ამდე სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას.
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა სულ 4 მედალი - 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოიპოვა.
<< დაბრუნება | 2017-05-22 |