სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
მოჭიდავეების მონაგარი პოლონეთიდან

მოჭიდავეების მონაგარი პოლონეთიდან

ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელებმა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გამართულ "ციოლკოვსკისა და პეტლიასინსკის სახელობის ღია პირველობზე" ასპარეზობა წარმატებით დაასრულეს.
 
მძიმეწონოსანი ლევან არაბული (130 კგ) ჩემპიონი გახდა, ხოლო შმაგი ბოლქვაძემ (71 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
 
საქართველოს სახელით იჭიდავა და მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა რობერტ კობლიაშვილმაც (85 კგ).
 
თავისუფალთა ანგარიშზე კი 2 ოქროსა და 5 ბრინჯაოს მედალია. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (61 კგ) და ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ) ავიდნენ. ბექა ლომთაძემ (61 კგ), ავთანდილ კენჭაძემ (74 კგ), დავით ხუციშვილმა (86 კგ), ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ) და გიორგი მეშვილდიშვილმა (125 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

 

<< დაბრუნება 2017-07-10