საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს მშვილდოსნობის ფედერაციას შორის შეთანხმებით ქართველი პერსპექტიული მშვილდოსნები ოლიმპიური ცენტრის ბაზაზე ივარჯიშებენ.
ოლიმპიურ ცენტრში საწვრთნელ პროცესებს 5 სპორტსმენი გაივლის: ქრისტინე ესებუა, მედეა გვინჩიძე, მირანდა კვერნაძე, აკაკი ლეკვეიშვილი, გიორგი გელაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ქრისტინე ესებუა მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული და პრიზიორია.
დღეს ზემოთ ჩამოთვლილი სპორტსმენები თბილისის საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობენ, რომელმაც სტარტი გუშინ აიღო და ხვალ დასრულდება.
ტურნირი ოლიმპიური ცენტრის ბაზაზე საქართველოს მშვილდოსნობის ფედერაციის ორგანიზებით ტარდება და მასში მონაწილეობას ყაზახი, აზერბაიჯანელი და სომეხი სპორტსმენებიც იღებენ.
<< დაბრუნება | 2017-09-12 |