საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის აღსაზრდელები მძიმეწონოსანი ლევან არაბული და ზვიად პატარიძე (130 კგ) ალმათაში გამართული ტურნირიდან მედლებით დაბრუნდნენ, მოჭიდავეებმა ოქროსა და ვერცხლის მედლები გაინაწილეს.
30 სექტემბერსა და 1 ოქტომბერს ყაზახეთმა ბოლატ ტურლიხანოვის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა, სადაც მონაიწილეობა რუსეთის, ირანის, კორეის, უნგრეთის, ბელარუსის, სომხეთის, პოლონეთის, საბერძნეთის, თურქეთის, ლიტვის, ტაილანდის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთის, საქართველოსა და ყაზახეთის ნაკრებებმა მიიღეს.
საქართველო ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა აღნიშნულ შეჯიბრებაზე ჯამში 6 მედალი მოიპოვა: მეორე საპრიზო ადგილები მინდია წულუკიძემ (75 კგ) და რობერტ კობლიაშვილმა (85 კგ) დაიკავეს, ბრინჯაოს მედლები კი შმაგი ბოლქვაძემ (75 კგ) და ლაშა გობაძემ (85 კგ) მოიპოვეს.
<< დაბრუნება | 2017-10-03 |