29-30 ოქტომბერს საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულმა ცენტრმა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონ მიხეილ სალაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა.
ოლიმპიური ცენტრის ეგიდით გამართულ ტურნირში, რომელიც წელს მე-19-ედ ჩატარდა, მონაწილეობა, ქართველების გარდა, ამიერკავკასიის 300-მდე ახალგაზრდა მოჭიდავემ მიიღო.
შეჯიბრების ჩატარების მიზანს პერსპექტიული ახალგზრდა სპორტსმენების გამოვლენა, საქართველოს კადეტთა ნაკრები გუნდის, ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური პირვლობისთვის ჭაბუკ სპორტსმენთა შერჩევა წარმოადგენდა.
შეჯიბრება შემდეგ წონით კატეგორიებში გაიმართა: 45, 48, 51, 55, 60, 65, 71, 80, 92 და 110 კგ.
ქართველებს შორის საპრიზო ადგილები აჩიკო ბოლქვაძემ (45 კგ), ნუკრი ბენიძემ (48 კგ), ნიკა ბროლაძემ (51 კგ), ფრიდონ აბულაძემ (55 კგ) დაგიორგი სტეფანიშვილმა (71 კგ) მოიპოვეს.
გამარჯვებულები და საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენები დოპლომებით, მედლებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
<< დაბრუნება | 2017-10-30 |