სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
თავისუფლებმა დავით გობეჯიშვილის სახელობის ტურნირი დაასრულეს

თავისუფლებმა დავით გობეჯიშვილის სახელობის ტურნირი დაასრულეს

27-30 ოქტომბერს ქალაქ ონში მსოფლიოს ორგზის და სეულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის დავით გობეჯიშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა, რომელიც თავისუფალი სტილით მოჭიდავე ახალგაზრდებს შორის ჩატარდა.
 
ტურნირში ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელებმა სამი მედალი მოიპოვეს:
I-ლი ადგილი - გოგა მამიაური (74 კგ) (მწ: კახა დობორჯგინიძე)
II ადგილი - მირიან მაისურაძე (84 კგ)
II ადგილი - ბექა ნადაშვილი (96 კგ)
 
აღნიშნულ შეჯიბრებაში საქართველოს რეგიონების გარდა სომხეთის და აზერბაიჯანის გუნდებმაც მიიღეს მონაწილეობა, ჯამში კი 150-ამდე სპორტსმენმა იასპარეზა.
 
ჩემპიონ-პრიზიორები 10 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ, ყველაზე მეტი - 6 გამარჯვებული საქართველოს ნაკრებს ჰყავს, სომხეთმა 1 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი - ხოლო აზერბაიჯანმა 1 ოქროს მედალი მოიპოვა.
 
გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი თბილისის გუნდმა დაიკავა, მეორეზე ქუთაისი გავიდა, მესამეზე კი - აჭარის ნაკრები.
 
ტურნირს ესწრებოდნენ საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე, ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი და ვეტარანი ქართველი მოჭიდავეები.
 
შდეგები:
50 კგ
1. მანველ ხაჩატურიანი (სომხ.)
2. გოდერძი ოსანაძე (აჭარა)
3. გუგა შეშელიძე (აჭარა) და დავით გელაშვილი (ხარაგ.) ~
 
55 კგ
1. გოდერძი ძებისაშვილი (გორი)
2. გიორგი ნიშნიანიძე (ქუთაისი)
3. აკაკი ქემერტელიძე (საჩხერე) და გიორგი ღონიაშვილი (თბილისი)
 
60 კგ
1. ელმარი კაზინოვი (აზერ.)
2. თორნიკე ქათამაძე (აჭარა)
3. ამირან ვახტანგიშვილი (გორი) და არტიომ აზარიანი (სომხ.)
 
66კგ
1. დანიელ მარქარაშვილი (კასპი)
2. მამაუკა ჩაჩუა (თბილისი)
3. ოთარ ძაგუა (საჩხ.) და ფარცახ სარქისიანი (სომხ.)
 
74 კგ.
1. გოგოა მამიაური (თბილისი ო.მ.ც.)
2. ერსემი შველიძე (ხარაგ.)
3. ალეკო ლომიძე (ხაშური) და გიორგი ჭელიძე (ქუთაისი)
 
84 კგ
1. დემურ მეგენეიშვილი (სამტრ.)
2. მირიან მაისურაძე (ონი ო.მ.ც.)
3. გიორგი ჯიქია (სამტრ.) და ჯემალ ჯაბიძე (ქუთაისი)
 
96 კგ
1. ბექა ჭელიძე (თბილისი)
2. ბექა ნადაშვილი (გურჯაანი ო.მ.ც)
3. ჯაბა მაისურაძე (თბილისი) და ლევანი ლომთაძე (ამბროლ. ო.მ.ც.)
 
120 კგ.
1.ალექსი ჟორჟოლიანი (ქუთ.)
2. გიორგი შამათავა (თბილ.)
3. ელგუჯა ბალანჩივაძე (სამტრ.) და ზაურ ტაბატაძე (თბილ.)

 

<< დაბრუნება 2017-11-01