17-18 თებერვალს სსიპ საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრში 17 წლამდელ ძალოსანთა შორის თბილისის ღია პირველობა გაიმართა.
ოლიმპიური ცენტრის მწვრთნელ ზურაბ ანთაურის აღსაზრდელებმა საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში 4 ოქროს მედლის მოპოვება შეძლეს და მეორე-მესამე საპრიზო ადგილებიც აიღეს:
I ადგილი - გიგი ოდიკაძე (38 კგ)(40+50)
I ადგილი - გიორგი ხარაზიშვილი (50 კგ)(65+83)
I ადგილი - ბაჩუკი შამილაშვილი (56 კგ)(76+101)
I ადგილი - ლომია თებიძე (77 კგ)(125+151)
II ადგილი - ანდრია კილაძე (70 კგ)(70+81)
II ადგილი - საბა ანთაური (85 კგ)(92+119)
III ადგილი - მანუჩარი გოგოხია (77 კგ)(111+132)
III ადგილი - ვანო ქაზუმაშვილი (94 კგ)(93+121)
თორნიკე ტაბატაძე (+94 კგ)
თბილისის ღია პირველობაში მონაწილეობა 130-მდე ძალოსანმა მიიღო, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელია.
<< დაბრუნება | 2018-02-19 |