სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ზვიად პატარიძემ ჩემპიონობა დათმო

ზვიად პატარიძემ ჩემპიონობა დათმო

25 მარტს სოფიაში დასრულდა "დან კოლოვისა და ნიკოლა პეტროვის" საერთაშორისო მემორიალური ტურნირი, სადაც საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებებმა ჯამში 9 მედალი - 1 ოქრო, 3 ვერცხლი და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
 
თავისუფლებს შორის გამარჯვებული მსოფლიოს ჩემპიონი და ოლიმპიური პრიზიორი მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი გახდა, ირაკლი მწითურმა (92 კგ) მხოლოდ ფინალური პაექრობა დათმო, ხოლო მესამე საპრიზო ადგილები ოთარ გოგავამ (61 კგ), ჯაბა ყველაშვილმა (79 კგ) და ნიკა კენჭაძემ (79 კგ) დაიკავეს.
 
ბერძენ-რომაელი სტილით ნაკრების მონაგარი კი 4 მედალია - 2-2 ვერცხლი და ბრინჯაო. ვიცე-ჩემპიონები თორნიკე ძამაშვილი (82 კგ) და ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელი ზვიად პატარიძე (130 კგ) გახდა, ბრინჯაოს მედლები რამაზ ზოიძემ (72 კგ) და გიორგი მელიამ (97 კგ) მოიპოვეს.
 
ზვიად პატარიძემ შეჯიბრებაზე წაუგებლად იასაპარეზა, მაგრამ ტრამვის გამო ფინალში საჭიდაოდ ვერ გავიდა და ოქროს მედალი ავტომატურად თურქმა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა რიზა კაიაალპმა დაისაკუთრა. ქართველმა მძიმეწონოსანმა საფინალო გზაზე 3 მეტოქე იოლად ჩამოიცილა, თურქი ილმაზ დოგან აშაკარა უპირატესობით 8-0 და იაპონელი არატა სონადა 31 წამში წმინდად დაამარცხა, ნახევარფინალში ასევე იოლად 10-2 მოუგო უკრაინელ მიკოლა კუჩმას.

 

<< დაბრუნება 2018-03-27