ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელი ზვიად თევდორაშვილი (74 კგ) ევროპის ჩემპიონია!
14-15 აპრილს სამბოში გამართულ ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის 19 წლის სპორტსმენმა წარმატებულად იასპარეზა და ოქროს მედლის მოპოვებაც შეძლო.
ზვიად თევდორაშვილი უკვე წლებია ოლიმპიური ცენტრის მწვრთნელ გოჩა ბერაძესთან ვარჯიშობს და თავის აღმზრდელთან ერთად სპორტული მიღწევების გასაუმჯობესებლად დაუღალავად შრომობს.
ოლიმპიური ცენტრის ხელმძღვანელობა და სპორტული განყოფილება ულოცავს ზვიადს გამარჯვებას და მომავალშიც დიდ წარმატებებს უსურვებს!
<< დაბრუნება | 2018-04-16 |