სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
2 ოქრო, 1 ბრინჯაო

2 ოქრო, 1 ბრინჯაო

რამაზ თურმანიძემ (61 კგ) და ზურა ურუთაშვილმა (97 კგ) 21-22 აპრილს ბულგარეთში გამართული საერთაშორისო ტურნირი გამარჯვებით დაასრულეს.

"პეტკო სილაკოვისა და ივან ილიევის"სახელობის შეჯიბრებაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე ახალგაზრდებს შორის მედლის მოპოვება შეძლო გოგა მამიაურმაც, რომელმაც 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ოლიმპიური ცენტრის სახელით მოასპარეზე სპორტსმენების წარმატებაში საკუთარი წვლილიც შეიტანა.

აღსანიშნავია, რომ რამა თურმანიძე ტურნირის საუკეთესო მოჭიდავედ, რომელმაც ყველა შეხვედრა დამაჯერებელი და ეფექტური გამარჯვებით დაასრულა.

მთლიანობაში საქართველოს ნაკრებმა 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

 

<< დაბრუნება 2018-04-23