სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
შმაგი ბოლქვაძე ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია!

შმაგი ბოლქვაძე ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია!

1-2 მაისს დაღესტანში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ვაჟა კრავეიშვილის აღსაზრდელმა შმაგი ბოლქვაძემ (67 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.

საქართველოს ბერძნულ-ნაკრებმა მთლიანობაში 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაოს მოიპოვა.

ევროპის ჩემპიონი რობერტ კობლიაშვილი (87 კგ) გახდა, ბრინჯაოს მედლები კი ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ), დავით ჩხარტიშვილმა (60 კგ), იური ლომაძემ (72 კგ) და იაკობ ქაჯაიამ (130 კგ) მოიპოვეს.

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 127 ქულით მეორე ადგილი დაიკავა, პირველზე ადგილზე რუსეთი გავიდა - 169, მესამეზე აზერბაიჯანი - 113

ოლიმპიური ცენტრის ხელმძღვანელობა და სპორტული განყოფილება ულოცავს შმაგი ბოლქვაძესა და საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებს წარმატებას!

 

<< დაბრუნება 2018-05-03