სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ძალოსნებმა 9 მედალი აიღეს!

ძალოსნებმა 9 მედალი აიღეს!

1-3 ივნისს ქალაქი ქუთაისი ძალოსნობაში 20 წლამდელთა ჩემპიონატს მასპინძლობს, რომელშიც ოლიმპიური ცენტრის აღზრდილმა მონაწილეებმა უკვე მიაღწიეს წარმატებას.
 
ზურაბ ანთაურის აღსაზრდელებმა შეჯიბრების პირველივე დღეს 9 მედალი მოიპოვეს:
 
ოქროს მედლებს ბაჩუკი შამილაშვილი (56 კგ) (80+105), არჩილ მალაყმაძე (69 კგ) (134+155), გიგი პატარაშვილი (77 კგ) (140+170), ირაკლი ჩხეიძე (105 კგ) (167+210) და თორნიკე ტაბატაძე (+105 კგ) (147+187) დაეუფლნენ.
 
ვერცხლის მედლები გიორგი ხარაზიშვილმა (56 კგ) (74+138), მიხეილ თეთვაძემ (69 კგ) (117+ 138) და ლომია თებიძემ (85 კგ) (136+174) აიღეს, ხოლო მესამე საპრიზო ადგილი - ბეგლარ სოლომონიძემ (77 კგ) (128+157).

 

<< დაბრუნება 2018-06-04