სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ოლიმპიურ ცენტრში პირველად საერთაშორისო შეკრება გაიმართა

ოლიმპიურ ცენტრში პირველად საერთაშორისო შეკრება გაიმართა

11-21 აგვისტოს საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრში გაიმართა ძიუდოსიტების პირველი საერთაშორისო შეკრება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს, საბერძნეთის, საფრანგეთისა და ყაზახეთის სპორტსმენები იღებდნენ.

ოლიმპიურ ცენტრში სპორტსმენთა შეკრებას ორგანიზება ცენტრის მწვრთნელმა გოჩა ბერაძემ, სპორტულმა განყოფილებამ და ხელმძღვანელობამ გაუწიეს. მის მიზანს სპორტსმენთა შორის მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბება და ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.

შეკრების ყველა მონაწილეს ოლიმპიური ცენტრისგან სერთიფიკატები და ფასიანი საჩუქრები გადაეცა.

როგორც მწვრთნელებმა აღნიშნეს, შეკრებისგან ძალიან დიდი გამოცდილება მიიღეს და მომავალ წელს საქართველოში უფრო დიდი შემადგენლობით ჩამოსვლის სურვილი გამოთქვეს.

გოჩა ბერაძის თქმით, 2019 წლისთვის ოლიმპიურ ცენტრში ზემოთაღნიშნულ ქვეყნებთან ერთად უკვე ინგლისის, კვიპროსისა და რუსეთის ძიუდოისტებსაც ელოდებიან, რაც კიდევ უფრო გაზრდის შეკრების მასშტაბებსა და ეფექტურობას.

 

<< დაბრუნება 2018-08-29