ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელი რამაზ თურმანიძე (61 კგ) ჭიდაობაში ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ქართველი სპორტსმენი ფინალში რუსეთის წარმომადგენელ აბასგაჯი მაგომედოვს დაეჭიდა. თურმანიძემ ფინალამდე სამი მეტოქე ჩამოიშორა: ბულგარელი სულეიმან ბეკირი (14:3), კორეელი მინსუ ჩო (10:2) და ყაზახი სირბაზ ტალგატი (10:0).
მედალი მოიპოვა ზურიკო ურუთაშვილმაც, მან მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.
ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი სლოვაკეთში 21-24 სექტემბერს გაიმართა.
<< დაბრუნება | 2018-09-24 |