სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ოლიმპიური ბრინჯაო

ოლიმპიური ბრინჯაო

ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელმა გიორგი თოხაძემ (51 კგ) ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედლის მოპოვება შესძლო.

მას ჩემპიონობის რეალური შესაძლებლობა ჰქონდა - ორი მეტოქის დამარცხებას ორიოდე წუთი მოანდომა და ფინალში იაპონელ ვატარუ სასაკის შეხვდა. პირველ პერიოდში თოხაძე 7:0 იგებდა, მაგრამ სოლიდური უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო და ეს დრამატული ბრძოლა 7:11 დათმო.

საქართველოს ოლიმპიური დელეგაციას ოლიმპიადის სტარტიდან ექვსი დღის შემდეგ აქტივში 5 მედალი აქვს - 1 ოქრო, 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.

 

 

 

 

 

 

 

 

<< დაბრუნება 2018-10-15