სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ძალოსანი ირაკლი ჩხეიძე ორგზის ევროპის ჩემპიონია!

ძალოსანი ირაკლი ჩხეიძე ორგზის ევროპის ჩემპიონია!

ზურაბ ანთაურის აღზრდილმა სპორტსმენმა ირაკლი ჩხეიძემ პოლონეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 3 ოქროს მედალი მოიპოვა და იუნიორთა შორის საქართველოს ახალი რეკორდიც დაამყარა. (ატაცი-170 კგ; აკვრა-216; ორჭიდი-386)

ქართველმა ძალოსანმა გიორგი ჩხეიძის რეკორდი, 5 კილოგრამით გააუმჯობესა.

ირაკლი ჩხეიძე ოლიმპიურ ცენტრში 2014 წლიდან ვარჯიშობს და ორგზის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონია. ათ დღეში ახალგაზრდა ძალოსანი მსოფლიოს ჩემპიონატზე გაემგზავრება და საკუთარ ძალებს უკვე იქ მოსინჯავს.

სამი დღის წინ ოქროს მედალი ირაკლის ძმამ, გოგა ჩხეიძემაც მოიპოვა, რომელიც ასევე ოლიმპიური ცენტრის ყოფილი აღსაზრდელია.

 

<< დაბრუნება 2018-10-30