ძმები ავთანდილ (74 კგ) და ნიკა კენჭაძეები (79 კგ) 16-18 ნოემბერს ბუქარესტში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ.
უფროსებს შორის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა ავთანდილ კენჭაძემ ფინალში რუმინელი სალიოღლუ პირველივე პერიოდში წმინდად გააკრა ბეჭებზე და 23-წლამდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ნიკა კენჭაძემ კი რუსეთის ნაკრების წევრი გაჯი ნაბიევი 3-0 დაამარცხა.
მესამე ადგილი დაიკავა ოლიმპიური ცენტრის მწვრთნელების ჯონი ლორიასა და თამაზ ბენდიანიშვილის აღზრდილმა სპორტსმენმა როლანდ ანდრიაძემ (125 კგ).
ოლიმპიური ცენტრი ულოცავს ყველა სპორტსმენს წარმატებას!
<< დაბრუნება | 2018-11-20 |