25-26 ნოემბერს საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულმა ცენტრმა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონ ზარიბეგ ბერიაშვილის სახელობის ტურნირს უმასპინძლა.
ოლიმპიური ცენტრის აღზრდილ სპორტსმენებს შორის შეჯიბრებაზე ჩემპიონის ტიტული გიორგი ჩიხრაძემ (92 კგ) მოიპოვა, ხოლო ვერცხლის მედლები გიორგი ნათობაძემ (45 კგ) და ლევან ბაზაძემ (92 კგ) აიღეს. რაც შეეხება მესამე საპრიზო ადგილებს - ბრინჯაოს მედლებს მირზა გაჯიევი (65 კგ), ნიკა ლაგვილავა (80 კგ) და ლევან გობეჯიშვილი (+110 კგ) დაეუფლნენ.(მწვრთნელები: ჯონი ლორია, თამაზ ბენდიანიშვილი).
<< დაბრუნება | 2018-11-26 |