სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი

"ოლიმპიური ცენტრის ღია პირველობა" ძიუდოში დასრულდა

4-5 დეკემბერს საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით "ღია პირველობა" ძიუდოში გაიმართა.
 
შეჯიბრების პირველ დღეს 2002-2003 წლებში დაბადებულმა სპორტსმენებმა იასპარეზეს. ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელებს შორის, პირველი ადგილი კაკო ჩაფურიშვილმა (50 კგ) (მწ: მალხაზ შეშაბერიძე), აკაკი მუმლაძემ (66 კგ), თენგიზ გერმისაშვილმა (73 კგ)(მწ: გოჩა ბერაძე) და ვაჟა მამულაშვილმა (+81 კგ) (მწ: ვაჟა ბალხამიშვილი) დაიკავეს. ვერცხლის მედლები კი გუგა ამირხანაშვილმა (55 კგ) და ამიკო თაბუკაშვილმა (66 კგ) (მწ: გოჩა ბერაძე) მოიპოვეს.
 
"ღია პირველობის" მეორე საშეჯიბრო დღე კი ერთმანეთს 2004-2005 წლებში დაბადებული სპორტსმენები შეხვდნენ, სადაც ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელებმა კიდევ 4 მედალი მოიპოვეს: მესამე საპრიზო ადგილები გიო მიშველაძემ (55 კგ), დათო გელაშვილმა (50 კგ) (მწ: დავით და მალხაზ შეშაბერიძეები), ლაშა დადიანი (60 კგ) და გიორგი ტანაშვილი (66 კგ) (მწ: ვაჟა ბალხამიშვილი).
 
 

 

<< დაბრუნება 2018-12-06