კახი კახიაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე დიდებს შორის ოლიმპიური ცენტრის მწვრთნელ ზურაბ ანთაურის აღზრდილმა სპორტსმენებმა 3 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი აიღეს.
ჩემპიონები არჩილ მალაყმაძე (73 კგ), ლომია თებიძე (81 კგ) და ირაკლი ჩხეიძე (100 კგ) გახდნენ, ხოლო ვერცხლის მედალს თორნიკე ტაბატაძე დაეუფლა (+105 კგ). მესამე საპრიზო ადგილი მანუჩარ გოგოხიამ (81 კგ) დაიკავა.
აღსანიშნავია, რომ სპორტსმენებმა ტურნირზე არაერთი რეკორდი დაამყარეს: არჩილ მალაყმაძე შედეგით - ატაცი-139 კგ; აკვრა-165 კგ) 17-წლამდელთა შორის მსოფლიოს რეკორდი დაამყარა. 1 კგ-ით დაამყარა ევროპის რეკორდი თორნიკე ტაბატაძემაც - ატაცი-163 კგ; აკვრა-185 კგ.
ძალოსნები 27 დეკემბერს აზერბაიჯანში გასამართ საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრებიან.
<< დაბრუნება | 2018-12-25 |