მსოფლიოს ჩემპიონმა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, ავთანდილ კენჭაძემ ოლიმპიური ცენტრის ყველაზე ხნიერ მწვრთნელს თავისუფალ ჭიდაობაში, შურა მაისურაძეს, რომელმაც არაერთი სახელგანთქმული სპორტსმენი აღზარდა, სპორტული ეკიპირება გადასცა.
ახლადშეძენილი სპეციალური საერთაშორისო სტანდარტების მქონე ბრენდირებული სპორტული ეკიპირება ოლიმპიური ცენტრის ხელმძღვანელობისგან სპორტსმენებსაც გადაეცათ. ცენტრში მცხოვრები სპორტსმენებს სპორტული ზამთრის ქურთუკი, სპორტული საწვიმარი, სპორტული საწვიმარი შარვალი, სპორტული ზედა-ქვედა, სპორტული შორტი, სპორტული მაისური, პირსახოცი, წინდა, სპორტული ზურგჩანთა და სპორტული ფეხსაცმელები დაურიგდათ.
<< დაბრუნება | 2019-02-14 |